რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის

რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის

რა თქმა უნდა, ფაქტია არის ძალიან ცუდი, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს ეს ურთიერთობა , - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა.

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გაბალა"- "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

"მე ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ასეთ პროვოკაციებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს", - განაცხადა კახი კალაძემ.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისული აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: Burchali is ancient Azerbaijan land ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.

ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921"