სამი ქართული კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

სამი ქართული კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

სამი  ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე ტურიდან გამოეთიშა. "ცხინვალი" შინ რუმინულ "ბოტოშანთან" 1:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4), თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" 2:0 წააგო (2:3), ხოლო ბათუმის "დინამო" ასევე სტუმრად კვიპროსულ "ომონიასთან" 2:0 დამარცხდა (1:2).

"ცხინვალმა" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართა, რუმინელებიდან 2 გოლი დან რომანმა გაიტანა, 1 კი – რაულ კოსტინმა, "ცხინვალიდან" კი ერთადერთი გოლის ავტორი 11-მეტრიანის ზუსტად გამოყენების შემდეგ ვარლამ კილასონია გახდა.

ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე განაგრძობს ასპარეზობას, გორის "დილაა". ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება.