გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია.
თავის მხრივ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ვალის საკითხი, აუცილებლად უნდა შევიდეს ქვეყნის დახმარების პროგრამაში.
სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებს, რეფორმების ნაცვლად, 12 მილიარდ ევროს 2 წლის ვადით მოსთხოვს. საბერძნეთის მხარე აღნიშნული თანხის სანაცვლოდ კი ევროკავშირს, კორპორატიული საგადასახადოს 26%-დან 28%-მდე გაზრდას; ძვირადღირებულ საქონელზე დღგ-ს 10%-დან 13% გაზრდას; დღგ-ს 13%-დან 23%-მდე აწევას გადამუშავებულ პროდუქტებზე, რესტორნებზე, ტრანსპორტზე და რამდენიმე სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც კერძო სექტორს ეკუთვნის. ასევე დღგ-ს გაზრდას სატუმროებისთვის 13%-დან 23%-მდე შესთავაზებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, მარიო დრაგის განცხადებით, საბერძნეთის გადარჩენა გაკოტრებისგან თითქმის შეუძლებელია. დრაგის აზრით, საბერძნეთს ვერც რუსეთი უშველის, რადგან რუსეთს თავადაც არ აქვს ფული.