გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, პრეზიდენტად ფინელი დეპუტატი ილკა კანერვა აირჩიეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, უკვე მეორედ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამეტის წევრი გიგი წერეთელი გახდა. ის ხმათა უმრავლესობით, მაქსიმალური 3 წლიანი ვადით იქნა არჩეული.

ვიცე-პრეზიდენტები ასევე გახდნენ ბრიტანეთისა და სლოვენიის პარლამენტის და ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები.