საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს პატიმრობა ნიჟარაძეების საქმეზე, ქონების გამოძალვის ბრალდებაზე შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კეზერაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც დავით კეზერაშვილს სხვა ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც მას წაყენებული აქვს, ყველა შემთხვევაში პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანმდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.