უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვაზე უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.
"რიგებს გააკონტროლებს პოლიცია, რომ არ მოხდეს ჭყლეტა. ასევე ვინაიდან რიგები იქნება და სიცხეა, მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ ვინმე შეუძლოდ გახდება, მივხედავთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დილის 9 საათიდან იწყება.