პარლამენტმა ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

პარლამენტმა ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი მიიღო. 

ცვლილებას, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფუნქციებს ეხება, კენჭისყრაზე 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ დაწესებულებათა სისტემა. ცვლილებით ასევე განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.