ქუთაისში გველმა მეორე კლასის მოსწავლე საწოლში დაკბინა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, 7 წლის ბავში დედამ დასაძინებლად გაიყვანა, საწოლში კი მას გველმა უკბინა .
"დედამ ბავშვი დასაძინებლად გაიყვანა და თვითონ ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში კი ბავშვის ყვირილის ხმა მოესმა. პატარა რამდენიმე ადგილზე იყო დაკბენილი. მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს", - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.