აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის, ჯემალ გუბაზის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც "ფიფას" ეგიდით არ გამოდიან, აფხაზეთში 2016 წელს ჩატარდება. ამის შესახებ "აფსნიპრესი" იუწყება.
გუბაზის განცხადებით, ჩემპიონატთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის წარმომადგენლებთან (ჩONIFA) მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და უახლოეს მომავალში აფხაზეთს ეწვევიან ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად. მისივე თქმით, შემოწმდება სტადიონები, მოედნები და სასტუმროები.