ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. აღნიშნული თანხა იქნება პირველი ტრანში უკრაინისათვის გამოყოფილი ახალი მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, რომელიც საერთო ჯამში 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროგრამის საშუალებით ევროკავშირი უკრაინას ფინანსების მართვისა და გამჭვირვალობის, ენერგო სექტორის, სოციალური უსაფრთხოების, ბიზნეს-გარემოსა და ფინანსური სექტორის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.