სანაპიროზე მდებარე შენობის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის საკითხზე ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

სანაპიროზე მდებარე შენობის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის საკითხზე ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკავებული შენობის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის საკითზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში უთხრეს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ამასთან, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ინფორმაცია სასამართლოს მიერ აღნიშნულ შენობაზე ირაკლი ოქრუაშვილის მესაკუთრის უფლების აღდგენის შესახებ.

კერძოდ, იურისტ ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისთვის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ. ასევე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელშიც საკუთრების უფლება შენობაზე, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, 10 პირს აქვს აღდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ შენობა უნდა დატოვოს.

შენობაში, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა განთავსებული,  წლების წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას -  "ერთიანი საქართველოსთვის" ეკუთვნოდა.  პარტიას ოფისი 2007 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაატოვებინეს.