ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში, სანაპიროზე მდებარე პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც წლების წინ სწორედ პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" იყო განთავსებული. პარტიას ოფისი 2007 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს მართავს.