საპარლამენტო უმრავლსეობის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს დასავლური გზიდან გადახვევას არ აპირებს და ნებისმიერი განცხადებას ამასთან დაკავშირებით, არაფრისგან პრობლემის შექმნაა.
როგორც ბერძენიშვილი აცხადეს, ცალკეული დეპუტატების განცხადებები საქართველსო სახელმწიფო პოზიციასთან კავშირში არ არის.
"კოალიციის მმართველი ორგანოსთვის საქართველოს არჩევანი, პლებისციტით დადასტურებული, ქართული ხელისუფლების მიერ დაპირებული და რეალიზების გზაზე მყოფი, თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებული აქტივობები ნატო-სთან მიმართებით, ეს დადასტურებულია და ცალკეული დეპუტატის რაიმე ეჭვი, ეს არის მისი პირადი პრობლემა და ეს არავითარ კავშირში არ შეიძლება იყოს კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციასთან, ამიტომ, ნუ შევქმნით არაფრისგან პრბლემას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს თავისი თავმოყვარეობა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს.
"რას გვახვეწნინებენ ამ ნატო-ში შესვლაზე? დავიჯერო ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი უფრო მეტად იმსახურებს ნატო-ს წევრობას ვიდრე ჩვენ?! შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ მეზობელი ქვეყნები ჩუმად ქირქილობენ როგორ ვიხვეწეწებით ჩვენ ნატო-ში გაწევრინაბეაზე, ისინი კი არ გვიღებენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა, ეს უნდა გვახსოვდეს. იქნებ გავაგებინოთ ჩვენი გზავნილი ნატო-ელ მეგობრებს და გავაგებინოთ ის რასაც ვამბობთ", - განაცხადა ქავთარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.