ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში 15 ივლისს შეხვდებიან

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში 15 ივლისს შეხვდებიან

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, 15 ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა.     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართება და გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, საქართველოს მხრიდან მასში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსეთიდან კი ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.