საბერძნეთი ახალ წინადადებებს კრედიტორების მიერ დადგენილ ვადაში წარადგენს

საბერძნეთი ახალ წინადადებებს კრედიტორების მიერ დადგენილ ვადაში წარადგენს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, კონკრეტული წინადადებები, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, კრედიტორებს დათქმულ ვადაში წარედგინებათ.

ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 2-3 დღეში ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას საბერძნეთისა და მთელი ევროზონის ინტერესების დაცვით. ჩვენი წინადადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ვალდებულებების ფინანსურ მხარდაჭერას და ვალის რესტრუქტურიზაციას ეხება, არ იმოქმედებს ევროპელი გადამხდელების ინტერესებზე“, - განაცხადა ციპრასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საბერძნეთის პრემიერმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და ერთად იმოქმედონ, რათა „ევროპის დაყოფა“ არ დაუშვან.

ევროზონის ქვეყნებმა საბერძნეთს, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის ახალი წინადადების წარმდგენის ვადა 9 ივლისამდე მისცა. ევროპარლამენტის შემდეგი სამიტი კი 12 ივლისს არის დანიშნული.

ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ალექსის ციპრასი გააფრთხილა, რომ თუ ვალის გადახდის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს საბერძნეთის გაკოტრებას და ევროპის გეოპოლიტიკურ პრობლემებს გამოიწვევს.