ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებისგან რუსეთში დაპატიმრებული პირებისთვის დახმარებას მოითხოვს

ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებისგან რუსეთში დაპატიმრებული პირებისთვის დახმარებას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იპოთეკით დაზარალებულების პრობლემებს შეეხო.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან თითქმის ყოველდღე იმყოფებიან იპოთეკით დაზარალებულები, თუმცა მათ უმრავლესობის წარმომადგენლები არც კი ხვდებიან.

"პარლამენტის წინ უკვე მერამდენეჯერ არიან იპოთეკით დაზარალებული ადამიანები, რომლიებიც დახმარებას ითხოვენ. ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანშვილის დაპირება, რომ ამ პრობლემას მყისიერად მოაგვარებდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. უმრავლესობის წარმომადგენლები მათ საერთოდ არ უსმენენ. როგორც ვიცი ბევრი მათგანი რამდენმე დღეში უსახლკაროდ დარჩება და ყოველგვარი საცხოვრებელი ფართის გარშე მოუწევთ საქართველოში ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს თვქენგან ისეთი, ვინც მათ დაეხმარება",-აღნიშნა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საკითხსაც შეეხო. "ვიცით, რომ ბევრი ადამიანი დაპატიმრებულია რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, როომლებიც რუსეთში უკანონოდ დააკავეს. უცნაურია ამ შემთხვევაში ხელისუფლების უმოქმედება. ამ პარლამენტმა ბესელიას ხელმძღვანელობით გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები. ბესელიამ გაუწია მათ პირადად თავდებობა. ვიცით, რა ხედბა მსოფლიო პარაქტიკაში, როდესაც ჯაშუშებს ათავისუფლებენ, ერთი მხარე მიმართავს მომწინააღმდეგე მხარეს და არის მოლაპარაკება, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ანალოგიურად გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის არაფერი არ გააკეთა და ისინი იტანჯებიან ციხეებში. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის ჯაშუშები გათავისუფლეს, დაეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებსაც", -განცხადა ნუგზარ წიკლაურმა