პარლამენტში რიგგარეშე სესია კვორუმის პრობლემის გამო ამ დრომდე ვერ იწყება. სხდომათა დარბაზში 75 დეპუტატია, რაც სხდომის დასაწყებად საკმარისი არ არის. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ხელმეორე რეგისტრაცია პარლამენტში 15 წუთის შემდეგ ჩატარდება. ამასთან, სესია დღეს 13 საათზე იყო დანიშნული, რეგისტრაცია კი, 13:47 წუთზე ჩატარდა.
პარლამენტში სესიები კვორუმის პრობლემის გამო ხშირად იშლება.