ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები მოძრაობა "თალიბანის" ლიდერებთან პაკისტანის დედაქალაქში შეხვედრას მართავენ.
"როიტერის" ცნობით, მოლაპარაკებების მიზანს "თალიბანსა" და ავღანეთის მთავრობას შორის 13-წლიანი დაპირისპირების დასრულება წარმოადგენს. შეხვედრას პაკისტანის ლიდერები მასპინძლობენ.
მოლაპარაკებების განახლებას აშშ მიესალმება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, შეხვედრა ავღანეთში მშვიდობის მიღწევის მიზნით წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "თალიბი" მებრძოლები ავღანეთში თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ. ისინი ქვეყანაში ნატო-ს ჯარების არსებობას აპროტესტებენ და ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.