მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა უახლოეს საათებში მოიხსნება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა, კლდის ნაშალი, რის გამოც ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი. 

დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმობენ. საავტომობილო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.