სოფელ გლდანში ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ გლდანში ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ გლდანში მომხდარ ავტოავარიას 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილები 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.