მიხეილ სააკაშვილმა თავის მრჩევლად ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე დანიშნა

მიხეილ სააკაშვილმა თავის მრჩევლად ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე დანიშნა

მიხეილ სააკაშვილთან კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორმა თავის უშტატო მრჩევლად ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე დანიშნა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ჯეფრი პაიეტის პრესკონფერენციის დროს გახდა ცნობილი. სააკაშვილი ელჩთან შეხვედრას ახლად დანიშნულ თეიმურაზ ნიშნიანიძესთან ერთად მართავდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ერთ-ერთი მრჩეველი მიხეილ კუჩუკა თანამდებობიდან გაათავისუფლა.