ახლობლების ინფორმაციით, გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატიმრის დეიდამ, ნინო ჩუხუამ განუცხადა, 33 წლის დაზმირ თირქია საკანში ჩამომხრჩვალი მას შემდეგ იპოვეს, რაც საქმის გამომძიებელს შეხვდა.
"იგი ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული. 14-ში უნდა გამართულიყო სასამართლო და უფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას. მასთან იმყოფებოდა გამომძიებელი. არ ვიცით, რა უთხრა ასეთი, როგორც კი გამომძიებელს შეხვდა და საკანში შევიდა, მალევე შეგვატყობინეს, რომ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლები ამ წუთებში გლდანის ციხესთან არიან შეკრებილი.
"ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას ადგილზე ცდილობს.