"მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენები, ჩვენთან მოყვანილ ხილს ყიდულობენ და ზამთარში საქართველოში შემოაქთ"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო 1-2 წელიწადში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას რეალურად შეძლებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ერწთლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი რესურსები არ გამოიყენოს და იმპორტირებულ პროდუქციაზე იყოს დამოკიდებული.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული საქონელი. მე გავიხსენებ იმას, რომ ჩვენ შემოგვაქვს ისეთი პროდუქტები, როგორიც არის კიტრი, პომიდორი, ხილი, ნიორი და ა.შ. თანაც მეზობელი ქვეყნებიდან მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, რომ საკუთარი უნიკალური პროდუქცია ვაწარმოოთ. რაც მთავარია, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რითიც ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულება, რითაც ჩვენს მეწარმეებს ევროპაში, 500 მილიონიან მომხმარებელთა ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანის შესაძლებლობა ეძლევათ. ასე, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ პროდუქციის ჩანაცვლება. სოფლის მეურნეობაში გავქს სერიოზული წინსვლა. ჩვენ საბოლოო შედეგები წლის ბოლოს გვექნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთა. ჩვენ რეალურად 1-2 წელიწადში შევძლებთ რეალურად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ძირითადად ის, რაც ჩვენთან მოდის. მე არ ვსაუბრობ ტროპიკულ ხილზე და ა.შ. რაც ჩვენთან ვერ მოდის. მაგრამ რისი მოყვენაც შეგვეძლება ჩვენ საქართველოში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წარმოება და იმპორტირებული დაბალხარისხიანი პროდუქცია უნდა ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა იმპორტის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მთავარი საზრუნავი

„კიდევ ერთი მაგალითი რაც შემიძლია ვთქვა, არის თუნდაც ქვის ინდუსტრიის განვითარება. ჩვენ გავქვს უმაღლესი ხარისხის მარმარილო, გრანიტი და სხვა სახის ქვის საბადოები, რომლებიც ასევე დაკონსერვებული იყო და არავინ იყენებდა. მიხარია, რომ რამდენიმე ბიზნესმენმა საქართველოში ქვის ინდუსტრიის განვითარების სურვილი გამოთქვა და იმედი მაქვს ისინი უახლეოს დღეებში ამ პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვებიან. რეალობაა ის, რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოგვაქვს უხარისხო, ძვირადღირებული კერამიკული პროდუქცია. ჩვენ შეგვიძლია გაცილებით დაბალ ფასად ვაწარმოოთ ადგილობრივი კერამიკული ფილები და სხვადასხვა სახის ქვის პროდუქცია. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით - წლების განმავლობაში, მე არ დავასახელებ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი მეზობელი და ჩვენი მეგობარია, იქაური ბიზნესმენები აქ ადგილზე ზაფხულში ყიდულობენ  ხილს, შემდეგ გააქვთ საკუთარ ქვეყანაში, ხდება იქ მაცივრებში შენახვა და შემდეგ შემოდის საქართველოში ზამთარში. ჩვენთან მოყვანილ ხილს სამჯერ ძვირად ყიდიან. მაშინ, როდესაც ძალიან მარტივია ჩვენ ადგილზე განვავითაროთ სამაცივრე, სასაწყობე მეურნეობა. ეს ძალიან მარტივია. რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანაში არ არის თუნდაც ასანთის წარმოება, რაც არის ელემენტარული. ამას 20 კვ/მ საწარმოს დადგმა სჭირდება, რა გვიდგას წინ, რომ ქვეყანა, რომელიც მილიონობით ბოთლ წყალს აწარმოებს, ბოთლი სხვა სახელმწიფოდან შემოგვაქვს? რატომ არ შეგვიძლია, რომ თუნდაც ბოთლების წარმოება დავიწყოთ საქართველოში? ამ მაგალითების მოყვანით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ იყო სახელმწიფოს ნება, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო, მაგრამ ჩვენს პირობებში ეს სახელმწიფო ნება გამოხატულია ამ პროგრამით - „აწარმოე საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.