სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოუსმენს

სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოუსმენს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოუსმენს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია და შესაბამისად, უნდა გადაწყდეს როგორ გაიყიდება ბილეთები.

„სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს ჩვენ შეხვედრა გვექნება. აუცილებლად დავიბარებთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. გვაინტერესებს, თუ რა იქნება ბილეთებთან დაკავშირებით. მოლოდინი დიდია და გაუგებარია, თუ როგორი იქნება ბილეთების ბედი, როგორ შეძლებს მოსახლეობა მის ყიდვას“, - განაცხადა კალაძემ.

UEFA-ს სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება, თუმცა ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული.