აფაქიძის ქუჩაზე მომუშავე ერთ-ერთ მუშას ახლობლები ეძებენ

აფაქიძის ქუჩაზე მომუშავე ერთ-ერთ მუშას ახლობლები ეძებენ

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე ჩამონგრეულ შენობაზე მომუშავე ერთ-ერთ მუშას ახლობლები ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, აფაქიძის ქუჩაზე ქალბატონი იყო მისული, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ბიძაშვილი, ა. ლ. ჩამონგრეულ ობიექტზე მუშაობდა და მისთვის ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა ისიც დაღუპულებს შორის.

ქალბატონი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს გაესაუბრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მუშების იდენტიფიცირება სამშენებლო კომპანიამ უნდა მოახდინოს და ისინი ახლობლებს ამ ეტაპზე ვერ მიაწვდიან ინფორმაციას დაშავებულისა და დაღუპულების შესახებ.

პოლიციის თაამშრომლებმა ქალბატონი, რომელიც ა.ლ-ს ეძებს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაამისამართეს. როგორც მან აღნიშნა, ნგრევის ადგილამდე იგი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც შემთხვევის ადგილზე დაშავებულია მოთავსებული, თუმცა საავადნყოფოში განუმარტეს, რომ დაშავებულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ინტერპრესნიუსი" ამ წუთებში ცდილობს დაუკავშირდეს სამშენებლო კომპანიას "ტიფლის ბიზნეს ცენტრი", რომელიც აფაქიძის 13-ში შენობის დემონტაჟს ახორციელებდა.

სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში დღეს შენობა ჩამოინგრა. დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.