აფაქიძის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეცნობა

აფაქიძის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეცნობა

თბილისში, აფაქიძის #13-ში, გამოთვლითი მათემატიკის შენობასთან, სადაც ნგრევის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი მივიდა.

დიმიტრი ქუმსიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. იგი ადგილზე ეცნობა შენობის ჩამონგრევის მიზეზებს. შენობასთან იმყოფება საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები.

აფაქიძის #13-ში, გამოთვლითი მათემატიკის შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა.