ეუთო-ს ფარგლებში, ვენაში, დღეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების შესახებ სპეციალური ღონისძიება გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი.
საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს, ისაუბრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემებზე საქართველოს მაგალითზე.