თბილისში, სპორტის სასახლის უკან საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებშია ერთი ადამიანი მოყოლილი, - ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს"თვითმხილველებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ამასთან, შენობაზე, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, ორი სართულის დაშენებას აპირებდნენ და მუშები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
"გავიგე საშინელი ხმა, გავიხედე და დავინახე შენობის ერთი ნაწილი მთლიანად არის ჩამოშლილი. ნანგრევებში მოყვა მუშა, თუმცა ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ამოიყვანეს და ცოცხალია", - უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას.
"ინტერპრესნიუსის" გადამღები გჯუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა.