მარტინ შულცი ალექსის ციპრასის გადადგომას იმედოვნებს

მარტინ შულცი ალექსის ციპრასის გადადგომას იმედოვნებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი იმედოვნებს, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. 

"ციპრასის საქციელი არაპროგნოზირებადია და ის მანიპულირებს ბერძენი ხალხით, რამაც უკვე მიიღო დემაგოგიის სახე", - აღნიშნა შულცმა გამოცემა "Handelsblatt"-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ციპრასი ევროკომისიას წერილს წერილზე უგზავნის, თანაც უშუალოდ სერიოზული მოლაპარაკებების წინ, რითაც შლის ამ მოლაპარაკებებს.

სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბერძნები მომავალ რეფერენდუმზე მხარს დაუჭერენ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს და ამით ციპრასს უჩვენებენ წითელ ბარათს. ასეთ შემთხვევაში კი, ამბობს შულცი, საბერძნეთის პრემიერმინისტრი და ფინანსთა მინისტი იძულებულები იქნებიან თანამდებობები დატოვონ.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ კარგავს იმედებს კომპრომისთან და საბერძნეთის გადარჩენასთან დაკავშირებით.