ათენში საპროტესო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ათენში საპროტესო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ათენში მიმდინარე საპროტესო აქციის დასაშლელად პოლიციის თანამშრომლებმა ცრემლსადენი გაზი ხმოვანი მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

ათენის მთავარ მოედანზე, სინტაგმაზე კრედიტორების პირობების მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა ნაწილი ძირითად დემონსტრანტებს გამოეყო და საბერძნეთის მრეწველთა კავშირის შენობას ქვები დაუშნა. ისინი პოლიციამ ალყაში მოაქცია და მათი დაკავებისას ძალა გამოიყენა. დემონსტანტების დარბევისას არიან დაშავებულები.

მედიასაშუალებები დემონსტრანტების მიერ უცხოელ ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებაც წერენ. ამ დროისთვის სინტაგმას მოედნის თავზე ვერთმფრენები დაფრინავენ.

5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა ხელისუფლებამ კრედიტორების პირობები.