არა მგონია, ვინმეს ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ჰქონდეს აზრად

არა მგონია, ვინმეს ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ჰქონდეს აზრად

ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, არა მგონია ვინმეს ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ჰქონდეს აზრად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიის საპასუხოდ განაცხადა.

"არ ვიცნობ ამ სტატიას, თუმცა ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ვახორციელებთ ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ, არა მგონია ვინმეს ჩვენ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ჰქონდეს აზრად", - განაცხადა კერესელიძემ.

რაც შეეხება სტატიაში ნახსებენ რუსული ინვესტიციების გაზრდას საქართველოში, კერესელიძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები არ გაზრდილა.

"რუსული ინვესტიციები არის იმდენი რამდენიც იყო. არა მგონია, ბოლო წლების განმავლობაში რამე მომატებოდა. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ექნება", - აღნიშნა კერესელიძემ.