დავით სერგეენკოს შეფასებით, კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი მათ მოუსმენს

დავით სერგეენკოს შეფასებით, კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი მათ მოუსმენს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი მათ მოუსმენს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში არის სპეციალური მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ბავშვთა სახლებზე და ამ მხრივ რაიმე დრამატული ცვლილებების ჩატარება არ არის საჭირო. სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.