სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს , გარდაიცვალა 1957 წელს დაბადებული ზ.ზ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა გარდაცვლილის ოჯახს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.