მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება

მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება

მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.

მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულინი არიან, გამოაქვეყნონ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე, ვალდებულნი იქნებიან გამოაქვეყნონ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, მთავრობის სხდომების ოქმები, მათი გამართვიდან 10 დღის ვადაში; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, მათი გამართვიდან 10 დღის ვადაში; დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის/მერიის მიერ დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის, ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი; მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, მათი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; პეტიცია, რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ჩამოთვლილი საკითხები ქვეყნდება "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" შესაბამისად, ან ქვეყნდება პროაქტიულად.