მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუწყონ.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში იმყოფება, სადაც იმართება შეხვედრები საბერძნეთში საქართველოს ელჩთან ერთად დიასპორულ ორგანიზაციებთან.

"შესაბამისად, ჩვენ ამ თვალსაზრისით გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ხელი შევუწყოთ მათ მიერ იქ საქმიანობის გაგრძელებას, ასევე მათ მიერ მისაღები თანხების უზრუნვეყოფას. ასევე იმას, რომ გადმოგზავნის მხრივ არ შეექმნათ პრობლემა და ის დახმარება, რომელსაც ისინი უწევენ თავიანთ ოჯახებს, შენარჩუნდეს", - განაცხადა დავით ბაქარაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით იმყოფება იქ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.