ვაშლიჯვარში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს

ვაშლიჯვარში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს

თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, პაცინეტი საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

მათივე ინფორმაციით, პაცინეტი 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც პოსტოპერაციული სინდრომი ჰქონდა.

"პაციენტი არ დაელოდა ბრიგადის მიერ კლინიკასთან შეთანხმების პროცედურას და ექიმებზე განახორციელა სიტყვიერი, ფიზიკური და ცივი იარაღით მუქარა. მას შემდეგ რაც ბრიგადის თანამშრომლები ინციდენტიდან თავის დაღწევის მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ჩასხდნენ, მომხდარში ჩაერთნენ პაციენტის მამა და თანმხლები პირები, რომლებმაც მანქანას ორი საბურავი დანით დაუჭრეს", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დაკავებულია ორი პირი.