ჩინეთის დასავლეთ რეგიონში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის დასავლეთ რეგიონში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის დასავლეთ რეგიონში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. "როიტერის" ცნობით, რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც იყო; სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა , 20-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი მთავრობა შიშობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. 

მიწისძვრის შემთხვევები ჩინეთში ხშირია. 2008 წელს სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას თითქმის 70 000 ადამიანი შეეწირა, 20 000-მდე კი ამდრომდე დაკარგულად ითვლება.