პრემიერი ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონზე მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს

პრემიერი ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონზე მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონზე მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელშიც ქართველ ჩოგბურთებს წარმატებებს მომავალ თამაშებშიც უსურვებს.

"ვულოცავ ჩვენს თანამემამულეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ასპარეზობის - უიმბლდონის პირველ და მეორე წრეში დამაჯერებელ გამარჯვებას და მესამე წრეში გადასვლას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ახალგაზრდა ჩოგბურთელისათვის. ვუსურვებ მას წარმატებებს და კიდევ მრავალ გამარჯვებას საქართველოს სასახელოდ", - წერს

ირაკლი ღარიბაშვილი.