4 ივლისი არა მხოლოდ აშშ-ის დაბადების დღეა, არამედ დემოკრატიის დაბადების დღეც არის

4 ივლისი არა მხოლოდ აშშ-ის დაბადების დღეა, არამედ დემოკრატიის დაბადების დღეც არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 4 ივლისი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დაბადების დღეა, არამედ დემოკრატიის დაბადების დღეც არის, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს დღე რა თქმა უნდა პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამერიკის მოქალაქეებისთვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

"4 ივლისი დემოკრატიის დაბადების დღეც არის და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დაბადების დღე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი საიმედო პარტნიორი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები და ბუნებრივია გულწრფელად ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ელჩს ამ დღეს, რომელიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს საქართველოში. უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენც 200 წელი არ დაგვჭირვებოდეს და უფრო სწრაფად გაგვევლოს ის გზა, რაც ამ ქვეყანამ გაიარა დღემდე მოსვლისთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.