სახალხო დამცველის შეფასებით, საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერების და გემგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების ნორმა, საფრთხის შემცველია.
პარლამენტში გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის წარდგენისას, უჩა ნანუაშვილმა საარჩევნო საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
"იმ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რომლის მიხედვით, მოხდა მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, საფრთხის შემცველად მიგვაჩნია ნორმა, რომლის თანახმად, საკრებულოს აქვს შესაძლებლობა, უნდობლობა გამოუცხადოს არჩეულ მერს და გამგებელს. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის არსებობა პირდაპირი წესით არჩეულ თანამდებობის პირთა მიმართ არ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. ეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.