პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს და სახელმწიფო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს და სახელმწიფო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი გეოსტრატეგიული პროექტები და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი განიხილეს.

საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა, საერთო ინტერესების სასარგებლოდ, გაგრძელდება.