საქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის წარმომადგენლის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.

როგორც „პირWელს“ გვაზავამ განუცხადა, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავავლეთ საქართველოს,  არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ასევე შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი კახეთში 36 გრადუსი იქნება, ხოლო შიდა ქართლში - 30-32 გრადუსამდე დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით დედაქალაქში დღის პირველნახევარში იწვიმებს, დღის მეორენახვევრიდან კი გამოიდარებს. კვირის ბოლომდე კი ჰაერის ტემპერატურა თბილისში 31-34 გრადუსი იქნება.