ოზურგეთის გამგეობა 100 %-იანი გრანტის მიმღებ აბუტიენტებს 3 000 ლარს გადასცემს

ოზურგეთის გამგეობა 100 %-იანი გრანტის მიმღებ აბუტიენტებს 3 000 ლარს გადასცემს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მუნიციპალიტეტის გამგეობა საჩუქრად 3 000 ლარს, ხოლო აღმზრდელ სკოლას 1 000 ლარს გადასცემს.

განათლების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამით 2015 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მოხმარდება.