მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები ჩამოყალიბდება

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები ჩამოყალიბდება

მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრების გარდა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოც შეიქმნება. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის რიგით მეორე, ახალი ფორმაა, რომელიც "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის.

პროექტის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის გამგებლის/მერის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრიცით დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა. მას კომიტეტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცნობს.