ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში ტურისტების რაოდენობა, რომელთაც სასტუმროებში განთავსების სურვილი ჰქონდათ, 50 ათასით შემცირდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის ტურიზმის უწყების პრესსპიკერი, ანდრეას ანდრეადისი იტყობინება.
ტურისტები ასევე შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ ისინი ბანკებიდან და ბანკომატებიდან თანხის გატანას ვერ ახერხებენ. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ქვეყნის შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო თავად ადგილობრივი მოსახლეობაც თავს იკავებს დასასვენებლად თანხის დახარჯვისგან.