ნასვამი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

ნასვამი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მინინოშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფაქტი პატრულის მიერ დადასტურდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. 

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, თბილისში, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, რომელიც გამოცდაზე არ დაიშვა. 

საქართველოს მასშტაბით არსებული დეტალური ინფორმაცია დაგვიანების შესახებ რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.