საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ეწვევა.
პრეზიდენტის სასახლეში ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილი და გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტის მეორე დღეს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.
თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.