"ისლამური სახელმწიფო" ისრაელს განადგურებით ემუქრება

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ღაზას სექტორის დაპყრობითა და ისრაელის განადგურებით იმუქრება.

"გარდიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში, რომელშიც ტერორისტები იმუქრებიან, რომ ღაზას სექტორს დაიპყრობენ და იქ შარიათის კანონებს დააწესებენ.

ამ მიმართვის თანახმად, ისინი ისრაელის განადგურებით იუმუქრებიან, ორგანიზაცია "ფათხს" კი მიმართავენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განადგურდება.

ვიდეორგოლში ნიღბიანი ტერორისტი პალესტინას ემუქრება, რომ იმავეს დამართებენ, რაც დამასკოს რაიონს - იარმუკს დამართეს, როდესაც იქ რამდენიმე თვის წინ აფეთქებები განხორციელდა.