Biletebi.ge ონლაინ ბილეთებს საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვის ყიდის

Biletebi.ge ონლაინ ბილეთებს საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვის ყიდის

BIletebi.ge ონლაინ ბილეთებს საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვის ყიდის. ამის შესახებ კომპანია განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, გაყიდვაშია 4300 ბილეთი. "უეფა-ს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვიწყებთ გაყიდვებს, სადაც მხოლოდ 4300 ბილეთი გავა ონლაინ საზღვარგარეთიდან შემოსული მომხმარებლებისთვის. დარჩენილი 22 000 ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას სალაროში გასაყიდად", - ნათქამია განცხადებაში.