ზიმბაბვეს პრეზიდენტი ბარაკ ობამას

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ბარაკ ობამას "ხელს სთხოვს"

ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე თეთრი სახლის ლიდერს, ბარაკ ობამას "ხელს სთხოვს". "დეილი მეილის" ცნობით, მუგაბემ ამგვარად მას შემდეგ იხუმრა, რაც აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი გაემგზავრება აშშ-ში და ობამას დაქორწინებას შესთავაზებს. "დავეშვები მუხლებზე და მას ხელს ვთხოვ", - აღნიშნა მუგაბემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. 

მუგაბე ჰომოსექსუალიზმის შესახებ მკაცრი კრიტიკით ხშირად გამოდის. იგი მიიჩნევს, რომ ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 50 შტატში ერთსქესიანთა ქორწინება რამდენიმე დღის წინ დააკანონა.